20:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 11:45:21, 414 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩისა და სოფლის სასაფლაოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხიდი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი გზაა სოფლის სასაფლაოზე მისასვლელად.  

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ხიდს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

„რეაბილიტაციის დაწყებამდე, ხიდს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მიერ ექსპერტიზა ჩაუტარდა. დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა ხიდის ავარიული მდგომარეობა და გადაუდებელი რეაბილიტაციის საჭიროება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ხიდზე არსებული თაღის გამაგრება სპეციალური საყრდენების საშუალებით, ასევე, დაგეგმილია სავალი ნაწილის გაფართოება და შესაბამისი ზღუდარების  მოწყობა. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რეაბილიტაციისას, ხიდის პირვანდელი იერსახე შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics