|
2021-08-25 20:27:56, 559 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო, რომელიც ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს
2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო და ეს გამარჯვება ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნება" არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით მართავს ქვეყანას. „მივესალმები ზუგდიდს და ზუგდიდელებს, ჩვენს საამაყო სამეგრელოს, ჩვენს გამორჩეულად ნიჭიერ ქართველებს! ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, ამ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქში. ზუგდიდი არა მხოლოდ სამეგრელოს ცენტრია, არამედ, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და დღეს წარმოგიდგენთ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის და პირველ რიგში ზუგდიდელების ყოველდღიურ ინტერესებს. ჩემს გამოსვლებში მითქვამს და მინდა, გავიმეორო - „ქართული ოცნება" არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით მართავს ჩვენს ქვეყანას. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენი ჩართულობით, თქვენი უშუალო მონაწილეობით, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო და ეს გამარჯვება ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის. სიტყვა თავდადება მე შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის პოლიტიკა იყო, არის და იქნება დაფუძნებული თავდადებაზე, ერთგულებასა და ღირსებაზე. სწორედ ამ პრინციპებით შეიქმნა და დაფუძნდა ჩვენი დიდი პარტია, „ქართული ოცნება", რომელიც ღირსეულად და დამაჯერებლად იმარჯვებს ყველა არჩევნებში. ჩვენ 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენმა მოსახლეობამ გადმოგვცა მანდატი იმისთვის, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა და ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ ოქტომბერში, სულ რაღაც 1 თვეში, გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 2 ოქტომბერს, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ ღირსეული არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის. ვინ, თუ არა ზუგდიდელებმა და მეგრელებმა, ძალიან კარგად იციან სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის გარჩევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ზუგდიდი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ და ღირსეულ არჩევანს და „ქართული ოცნება" ამ ქალაქში აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)