|
2021-08-25 19:52:59, 563 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ რუხის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის კლინიკაში, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.-ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს მათი ცნობით, მთავრობის მეთაური ამცრელ ბრიგადებს და მოქალაქეებს გაესაუბრა, ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვირუსთან გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა. "როგორც რუხის კლინიკის მმართველმა, დავით შონიამ განაცხადა, კლინიკაში ყოველდღიურად 600 ადამიანი იცრება. კლინიკას ამ დროისთვის 20 000-ზე მეტი მოქალაქე ჰყავს აცრილი. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი და პანდემიის დაწყებიდან დღემდე სრულად ჩართულია ჩOVID 19-ის მართვის პროცესში, ასევე ადგილზე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ტესტირება. პრემიერ-მინისტრთან ერთად რუხის კლინიკაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია."-ნათქვამია განცხადებაში
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)