|
2021-08-23 21:22:58, 460 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფსა“ და მომსახურების სფეროს, კომუნალურ და ბანკების მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის შეთანხმება გაფორმდა
ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა „თბილსერვის ჯგუფის“ მემანქანეებსა და ადმინისტრაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.-განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს მათი თქმით,შეთანხმებას ხელი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ და მომსახურების სფეროს, კომუნალურ და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა აკაკი გვალიამ მოაწერეს. "კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ დაპირებისამებ უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების ზრდას 2022 წლიდან. ასევე სექტემბრიდან შეივსება სპეცფორმების მარაგი, რომლის განახლებაც მუდმივად მიმდინარეობს. შეთანხმება ასევე შეეხება სადაზღვევო პაკეტის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო თანხებს. „რამდენიმეკვირიანი კონსულტაციები პროფკავშირებსა და „თბილსერვის ჯგუფს“ შორის დასრულდა და ყველა იმ პუნქტზე, რომელიც გაფიცულების მიერ იყო დაყენებული, მივაღწიეთ პოზიციების თანხვედრას. დღეს უკვე ხელი მოეწერა შეთანხმების დოკუმენტს“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ. მანვე მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე."-ნათქვამია განცხადებაში
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)