05:08 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 11:07:21, 720 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი ყველას მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ვაქცინებს შეუძლია პანდემია დაასრულოს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, - აცხადებს პაპი ვიდეო მიმართვაში.

პაპი ფრანცისკეს თქმით, ვაქცინაცია, რომელიც ავტორიზებულია შესაბამისი ორგანოების მიერ, არის "სიყვარულის აქტი", რადგან ის ასევე წარმოადგენს ერთმანეთზე ზრუნვის გზას. 

„ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ყველაზე დაუცველებისთვისაა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს საკუთარი, სიყვარულის მცირე წვლილი ამ საქმეში. მცირე ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის.",- აცხადებს პაპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics