|
2021-08-17 11:03:05, 707 ნახვა
საზოგადოება
რევაზ სოხაძე ლილოს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა
ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ შეხვედრები ამჯერად ლილოს მოსახლეობასთან გამართა. "ლილოს დასახლებაში გასულ წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: მოასფალტდა შიდა ეზოები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და სპორტული მოედნები. მიუხედავად ამისა, ლილოს დასახლებაში, სერიოზულ გამოწვევად რჩება სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და მეფრინველეობის ქუჩაზე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი, რომელთა გადაჭრა უახლოეს მომავალში იგეგმება". - განაცხადა რევაზ სოხაძემ. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პირადად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია და მოისმინა მათი საჭიროებები.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)