01:45 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 17:59:16, 529 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან, ბექა ფერაძესთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პროცესში სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას. ბოლო სამი დღის მონაცემებით, დაჯარიმდა 20-ზე მეტი და დაილუქა 10-მდე ბიზნეს ობიექტი.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, „კოვიდ-19"-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში, განთავსების ობიექტების გამოყენებას ეხებოდა. აღნიშნული მოდელი ინფიცირებულებისთვის სამედიცინო სერვისების კოვიდ-სასტუმროებში მიწოდებას ითვალისწინებს.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. მიმართვის შემდეგ, აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics