01:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 11:18:41, 1365 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მოუწოდა პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში და მოსახლეობასთან შეკრებებზე ატარონ პირბადე.

„მინდა აღვნიშნო, რომ ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც შეეხება ცესკო-ს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტებით ჩავატაროთ ერთის მხრივ სამართლიანი და მეორეს მხრივ, კოვიდუსაფრთხო არჩევნები. ჩემი პარტიისა და სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციაში. ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, ერთის მხრივ, ჩვენს კანდიდატებს მინდა ვთხოვო, ყველგან ატარონ პირბადე, როცა ექნებათ შეკრებები და ასევე ვთხოვო ამომრჩეველსაც, რომ ატარონ აღნიშნულ შეკრებებზე პირბადე“, - აღნიშნა პრემიერმა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics