02:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 15:14:14, 907 ნახვა

მსოფლიო
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „თბილსერვისის“ თანამშრომლები სამუშაოს ულტიმატუმის გარეშე დაუბრუნდნენ

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელიშვილის განცხადებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი ულტიმატუმებისა და წინაპირობების გარეშე დაუბრუნდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ასეთი ურთიერთობის საჭიროება მერიასა და მის თანამშრომლებს შორის არ არსებობს. დღეს მე მათთან მქონდა ძალიან ადამიანური, გახსნილი შეხვედრა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღევანდელი მათი გასვლა ხაზებზე ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე მოხდა. ამას ვამბობ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების სახელითაც. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და მინდა, ამისთვის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თანამშრომელთა მოთხოვნები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულებულია.

„დასუფთავების ტექნიკის გადახალისება გრძელდება. ასევე, უნიფორმებთან დაკავშირებით მცირე შეფერხება იყო, თუმცა უახლოეს პერიოდში საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ. ხელფასებს რაც შეეხება, ჩვენ შეპირებული ვიყავით, რომ იანვრიდან მათ გაეზრდებოდათ ხელფასები და ამაზე ვმუშაობდით. ჩვენ ჩვენს სიტყვას შევასრულებთ. დანარჩენი ძალიან ტექნიკური დეტალებია, რომელიც სამუშაო გრაფიკს შეეხება. შევთანხმდით, რომ 15 დღის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით, დავსხდებით, განვიხილავთ და ერთობლივად გადავწყვეტთ, ამ ტექნიკური საკითხებიდან რომელია მისაღები“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics