22:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 18:29:35, 701 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინფინანსთა მინისტრი- ქვეყნის განვითარებისთცილებვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას

ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და ჩვენი მთავარი მიზნის - მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შეუძლებელია ეფექტური ბიუროკრატიის - მაღალი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეების გარეშე.

„როდესაც ვსაუბრობთ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე, აუცილებელია გარკვეული რესურსები მიიმართოს საჯარო მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორში შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრები.  კვალიფიციური მოხელეების ხელფასების ზრდა, არ უნდა გახდეს მუდმივად პოლიტიზირების საგანი, ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული წესები - ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად განხორციელდება კვალიფიციური საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა და შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შედეგად, ქვეყანას ეყოლება სათანადო კვალიფიკაციის მქონე საჯარო სექტორი - უფრო მეტად ეფექტური ბიუროკრატია, რაც ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელოვანი გარანტიაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics