07:41 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 14:04:54, 770 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი მოქალაქეთა მომსახურებას განაახლებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 4 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოემსახურება ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით იყო შეჩერებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics