22:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 15:26:05, 1393 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება

თავდაცვის მინისტრმა საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წელს სრულდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტა საცეცხლე მანქანებით.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება, რაც არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებას ითვალისწინებს.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. ამ მიმართულებით შესყიდვები და ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლის განმავლობაში ინტენსიურად განხორციელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics