15:52 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 19:44:52, 957 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. 

ამასთან, მათი მოთხოვნაა დაუყონებლივ დააკავონ და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ მოძალადეები, რომლებიც 5 ივლისს „ტვ პირველის“ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics