15:53 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 20:50:23, 712 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ადგილზე ყვითელი ავტობუსებია განლაგებული.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

ისინი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯა და მთავრობის გადადგომაა.

ცნობისთვის, ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ფოტო: „ტვ პირველი“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics