15:53 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 20:17:44, 918 ნახვა

საზოგადოება
ელისო კილაძე ღარიბაშვილს - შენი დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში სიძულვილი, მოშორდი, წადი აქედან

ირაკლი ღარიბაშვილო, პეროსნალურად მოგმართავ - გადადექი და წადი აქედან, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პარლამენტთან სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მკვლელი და უნდა წავიდეს.

„ჩვენ მოვედით და ვართ აქ ომში, იმიტომ რომ ბიჭი მოგვიკლეს რუსთაველზე, ცემაში და საქართველოს ხელისუფლება აღარ ჰყავს. ოცნების ხელისუფლება არის მკვლელი და უნდა წავიდეს, უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას. ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და ჩვენ ქართული მედია ვაძლევთ მათ დროს დილამდე. დედებო, რა გაჩერებთ სახლში, მოდით რუსთაველზე, დადექით ჩვენს გვერდზე, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვჭირდება თქვენი თანადგომა. ირაკლი ღარიბაშვილო, პეროსნალურად მოგმართავ - გადადექი და წადი აქედან, მოშორდი ამ ქვეყანას შენი მარბიელი რაზმებით, შენი დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში სიძულვილი. მოშორდი, წადი აქედან, ჩვენ ვაძლევთ დროს, ხვალ დილამდე არ დავიშლებით", - განაცხადა ელისო კილაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაიცვალა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics