|
2021-07-10 14:25:08, 1167 ნახვა
საზოგადოება
PHR-მა განათლების სისტემაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის მიზნით სასამართლოს მიმართა
PHR-მა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) განათლების სისტემაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის მიზნით სასამართლოს მიმართა. როგორც PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელი ითხოვს, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018-2021 წლების ერთოან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური სექსუალური და რეპროუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის და სწავლების დანერგვას, რომელიც განთვალისწინებს ბავშვების ასაკს და აფუძნებული იქნება ბავშვების უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე. „მოგეხსნებათ, რომ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი პრევენცია. ბავშვებს არ აქვთ წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ბავშვთა უფლებებზე. ამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბავშვები ხშირად ვერ აფასებენ ფაქტებს სწორად და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები იზრდება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რადგან ისინი დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას“, - აღნიშნულია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)