23:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 19:06:25, 1443 ნახვა

მსოფლიო
Washington Post-ის ინფორმაციით, მოსკოვში ყალბ კოვიდ სერტიფიკატს 25 აშშ დოლარად ყიდიან

მოსკოვში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაციის წესები გამკაცრდა, ყალბი კოვიდ სერტიფიკატების გაყიდვა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი წერს.

როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინსტაგრამ მიმოწერის ასლები, სადაც მას თაღლითურად შექმნილ კოვიდ სერტიფიკატს $25-ად სთავაზობდნენ, რისთვისაც პირადი ინფორმაციისა და მონაცემების გადაგზავნას ითხოვდნენ.

მოსკოვში ყალბი ვაქცინაციის სერტიფიკატების მომსყიდველთა რაოდენობის ზრდა მას შემდეგ ფიქსირდება, რაც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 60%-ისთვის, კერძოდ, პედაგოგებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, გამყიდველებისთვის და სხვა ქალაქის მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო იქნება.

ახალი წესებით, რესტორნებში, ან ბარში შესულმა პირებმა QR კოდით უნდა დაადასტურონ, რომ აცრილები არიან, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics