02:55 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 13:59:33, 475 ნახვა

საზოგადოება
პეკინში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ დეგუსტაციაზე, განსაკუთრებული მოწონება ქვევრის ღვინომ დაიმსახურა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Georgian Wine Promotion House“ ორგანიზებით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მას ღვინის პროფესიონალები, დიპლომატები, ღვინით ვაჭრობის სფეროს, მედიისა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო.

დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის 34 სხვადასხვა ღვინო დაეგემოვნებინათ.  აღნიშნული ღვინის ნიმუშები  ჩინეთის 15 სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი ქართული ღვინის იმპორტიორების მიერ შეირჩა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქარვისფერი ღვინოები, დეგუსტაციაზე წარმოდგენელმა ქვევრის ღვინოებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics