15:43 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 23:34:29, 735 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია ნათია მეზვრიშვილს - ხვალ რომ ბრალი წაუყენონ გახარიას, დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი გაქვთ?

„ხვალ რომ ბრალი წაუყენონ გახარიას, დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი გაქვთ?“, - ამ კითხვით მიმართა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ნათია მეზვრიშვილს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გახარიამ და „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლებისთვის იჩხუბეს

„ხვალ რომ ბრალი წაუყენონ გახარიას, დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი გაქვთ? გუშინწინ რომ მეკითხა, მეტყოდით, კიო? არ გაქვთ იმედი? გიჭირთ პასუხის გაცემა.

გუშინ პრემიერის გუნდში იყო, თვითონაც იყო პოლიტიკური ფიგურა, დღეს ვერ მეუბნება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი აქვს. გუშინწინ რომ მეკითხა, მეტყოდა, კიო.             

ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, უნდა დავნერგოთ ქვეყანაში რაღაც სტანდარტი, რაღაც ნდობის, სიტყვის ფასის.

ძალაუფლებისთვის იჩხუბეს, რაღაც სხვა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ან ოლიგარქი გაბრაზდა - მეფე გაუბრაზდა ვეზირს.

გადახტნენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბოროტებაა, ოღონდ გუშინაც ბოროტება იყო, ოღონდ გუშინ ამას ვამბობდი, ზეგ თუ დავლაგდით, ისევ მოკავშირეები ვიქნებით - ამის ნდობა არ შეიძლება და ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics