09:09 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 14:24:48, 1297 ნახვა

საზოგადოება
კომპანია „ენკა“ - ინფორმაცია, თითქოს მუშაობა შევაჩერეთ, სიცრუეა - არ ვაპირებთ „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერებას

„ნამახვანჰესის“ პროექტის მშენებელი კომპანია „ენკა“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ენკამ“ ტექნიკა დაასაწყობა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია არ აპირებ „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერებას და საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკამ“ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინფიცირებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics