|
2021-06-03 17:53:52, 513 ნახვა
საზოგადოება
ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
საბურთალოს რაიონში, ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის შედეგად, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინფრასტრუქტურა, მათ შორის, არსებული შადრევანი და ჭადრაკის სივრცე სრულად განახლდება. LED განათების ქსელი და საპარკე სკამები მოეწყობა. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება. ბუკიას ბაღში საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდა და სარეაბილიტაციო პროექტის დეტალებს გაეცნო. „ეს არის სკვერი, რომელიც საბურთალოს ცენტრში მდებარეობს და ამ ტერიტორიის კეთილმოწობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 871 141 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია “გრინსერვისი+” შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)