13:12 - 25 Jul, 2026
|
2021-06-02 17:42:02, 615 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია
მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში აცრების ინტენსივობა თანდათან იზრდება. „მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. დილის მონაცემებით სულ ჩატარებულია 149 191 აცრა. მათ შორის ორჯერადად აცრილი, ანუ სრულად აცრილი გვყავს 33 718 ადამიანი და სულ მცირე ერთი აცრა გაკეთებული აქვს 115 473 ადამიანს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)