|
2021-06-02 13:14:40, 520 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ საჯარო ინტერესს აცხადებს და დაინტერესებულ სუბიექტებს სათანამშრომლოდ იწვევს
„საქართველოს ფოსტა“ აცხადებს საჯარო ინტერესს და ქვეყნის მასშტაბით სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ სუბიექტებს (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ), შპს “საქართველოს ფოსტის” ბრენდის ქვეშ საფოსტო გზავნილების მიღებისა და გაცემისათვის. როგორც “საქართველოს ფოსტაში” აღნიშნავენ, პოტენციურ კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს საფოსტო პროდუქტის ადმინისტრირებისათვის სამუშაო ოფისი, შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და სამუშაო გამოცდილება. მათი ინფორმაციით, მსურველებთან მოხდება ფოსტის წარმომადგენლების შეხვედრა მეტი ინფორმაციისა და კონკრეტიზაციის მიზნით. „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმდება გრძელვადიანი ხელშეკრულება. დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ: 032 2 224 09 09 (170), ელ.ფოსტა: partner@gpost.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)