|
2021-05-31 13:30:32, 433 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური: სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერას
„მინდა ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „დღევანდელ ღონისძიებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ესწრებიან. მინდა მათ ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის, ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პანდემიის პერიოდში ჩვენთვის აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც ნატოს საიმედო პარტნიორი, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით გაღრმავდა თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან. ევროპარლამენტის რეზოლუციით, დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით. სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)