|
2021-05-27 15:34:51, 825 ნახვა
საზოგადოება
COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით Facebook გვერდი - „პროვაქსი“ შეიქმნა
ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით Facebook გვერდი - “პროვაქსი” შეიქმნა. სოციალური მედიის გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია განთავსდება. გვერდი უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას იმის შესახებ თუ სად და როგორ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება. განთავსდება ვაქცინაციის პროგრამის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები. Facebook გვერდი საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის - UK aid-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მასობრივი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დასაბრუნებლად. აღარ მივცეთ კოვიდს უფლება ერთმანეთს დაგვაშოროს. აიცერი! კრეატიული კონცეფცია შემუშავდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის (GIIP), მეშვეობით. პროექტის განმახორციელებელია "ზინქ ნეთვორქი". კამპანიის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან შეერთებული შტატების მთავრობის, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციებს.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)