17:04 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 16:08:45, 528 ნახვა

საზოგადოება
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის ვადა 1 წლით გახანგრძლივდა

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული  ზეთების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და აკუმულატორები/ბატარეების მწარმოებლების ვალდებულება, მოეხდინათ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ელექტრონულ რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია 2021 წლის 1 ივნისამდე, ვადამ ერთი წლით, 2022 წლის 1 ივნისამდე გადაიწია. შესაბამისად, მწარმოებლებს საშუალება მიეცათ, აღნიშნულ ვადაში მოემზადონ რეგულაციის მოთხოვნის შესასრულებლად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, ნინო თანდილაშვილმა და სოლომონ პავლიაშვილმა, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნის გადავადების საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პანდემიით შექმნილ ვითარებაში ბიზნესსექტორის გამოწვევები და მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ვადის გავრცელების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური რეგლამენტების თანახმად, ზეთების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და აკუმულატორები/ბატარეების მწარმოებლები ვალდებულნი არიან, მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდნენ მგვ ელექტრონულ რეესტრში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics