|
2021-05-19 16:51:27, 547 ნახვა
საზოგადოება
მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებების შესახებ შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებების შესახებ საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მდგრადი საჯარო შესყიდვების არსი, დასანერგად გადასადგმელი ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით მომზადებული სამართლებრივი დებულებების პროექტები გააცნეს. მდგრადი საჯარო შესყიდვები გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საქონლის შეძენისას მდგრადი განვითარების სამ საყრდენზე - ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვის კუთხით დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დარასმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნეს. როგორც თამარ ალადაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო შეხვედრაში სწორედ იმ დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც მომავალში ჩართული იქნებიან მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვის და ფუნქციონირების პროცესში. სამუშაო შეხვედრას, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, პროექტის საერთაშორისო ექსპერტი ერიქს მეზალისი და ეროვნული სამართლის ექსპერტი ნატო ბერიძე უძღვებოდნენ. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4 Environment“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკომარკირების სისტემის ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)