20:41 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 13:38:28, 589 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური „სინოვაკით“ აცრა მსურველებს მომდევნო კვირიდან შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება.

როგორც მან აღნიშნა, „სინოვაკით“ აცრის შესაძლებლობა დაინტერესებულ მოქალაქეებს მომდევნო კვირიდან ექნებათ.

„სინოვაკი“ ქვეყანამ მიიღო 100 ათასი დოზის ოდენობით. ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, სანამ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმო-ს ექსპერტების სატრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა. შუალედური დასკვნის შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ასევე, ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა იმისთვის, რომ განიხილოს მისი აკრედიტაციისა და აღიარების საკითხი ევროპაში. ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და უკვე მომდევნო კვირიდან „სინოვაკის“ მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 20-ზე მეტ ქვეყანაში არის „სინოვაკი“ ავტორიზებული და ათობით მილიონი ადამიანი არის აცრილი „სინოვაკით“, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics