20:41 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 12:39:17, 404 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ და თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ.

პანდემიიდან გამომდინარე, წელს ფეხით მსვლელობა არ გაიმართება.

მსვლელობის დროს, მღვდელმთავრები აკურთხებენ ქუჩებსა და მოსახლეობას.

ავტოკოლონებით მსვლელობამდე, სამების საკათედრო ტაძარში აიაზმის, წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდება, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics