|
2021-05-10 15:36:20, 623 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარებისა და თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. „პანდემიისგან ყველაზე კარგი გამოსავალი იმუნიზაციის პროცესია. ხანდაზმულები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აცრა ადგილზევე მოხდეს, რათა ეს პროცესი მათთვის უფრო კომფორტული იყოს“, -ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა. 10 მაისის მონაცემებით, საქართველოში 62 447 აცრაა ჩატარებული. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)