16:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-09 12:17:05, 782 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დააკავეს გემი, რომელზე დიდი რაოდენობით რუსული და ჩინური წარმოების იარაღი ინახებოდა

აშშ-ის საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დააკავეს გემი, რომელზე დიდი რაოდენობით რუსული და ჩინური წარმოების იარაღი ინახებოდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ხსენებული გემი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მოძრაობდა.

ჩხრეკის შედეგად, გემიდან ჩინური წარმოების ათასობით ავტომატი და რუსული წარმოების ანტი-სატანკო რაკეტები, ასობით ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები, ყუმბარმტყორცნები და ოპტიკური სამიზნეები ამოიღეს.

გემის ეკიპაჟი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს. ამჟამად ექსპერტები არკვევენ, თუ საიდან იყო გამოგზავნილი და ვისთვის იყო განკუთვნილი რუსული და ჩინური წარმოების იარაღი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics