11:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 18:59:39, 4380 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპის წამლის სააგენტომ „სინოვაკის“ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ხარისხის განხილვა დაიწყო

ევროპის წამლის სააგენტომ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის განხილვა დაიწყო.

სააგენტო ლაბორატორიული კვლევებისა და კლინიკური ცდების წინასწარ შედეგებს გაეცნობა.

„კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინა ხელს უწყობს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც კორონავირუსს ებრძვის და დაავადებისგან დაცვა შეუძლია. ევროპის წამლის სააგენტო შეაფასებს ვაქცინის ეფექტურობას, უსაფრთხოებასა და ხარისხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„სინოკაკმა“ სხვადასხვა კვლევებში ეფექტურობის განსხვავებული მაჩვენებელი აჩვენა, რომელიც 51-დან 82%-მდე მერყეობს. ის ჩინური წარმოების სამ სხვა ვაქცინასთან ერთად ჩინეთის მარეგულირებლის მიერ არის დამტკიცებული, თუმცა დასავლელ კოლეგებთან შედარებით, ჩინეთში მას ეფექტურობის დაბალი მაჩვენებელი აქვს.

ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის შესახებ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics