01:03 - 26 Jul, 2026
|
2021-05-04 17:29:54, 981 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული წარმოების Sputnik V-თ ვაქცინაცია დაიწყო
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული წარმოების Sputnik V ვაქცინით აცრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, პირველი ვაქცინით ჟურნალისტი, კოსტა კოშტე აიცრა. ვაქცინაციამდე ერთი დღით ადრე მოქალაქეებს კლინიკური კვლევები უტარდებათ, რომლის შედეგების მიხედვითაც ექიმები წყვეტენ ჩაუტარდეს თუ არა კონკრეტულ პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა. საწყის ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს და განათლების მუშაკებს ჩაუტარდებათ. ამასთან, ცხინვალის გარდა, ვაქცინაცია ჩატარდება რეგიონალურ საავადმყოფოებშიც. შეგახსენებთ, რომ Sputnik V-ს პირველი პარტია ცხინვალში 30 აპრილს ჩაიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)