|
2021-04-28 12:32:02, 705 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 20 ივნისის ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება ჩაიდინეს
20 ივნისის ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება ჩაიდინეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდოარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დარეგისტირებულ ამნისტიის კანონპროექტებს შორის განსხვავება არ არის. „გუშინ გვქონდა ამნისტიის კანონის განხილვა, პრინციპში არსებითად პოზიციები ერთგვაროვანია, თუმცა იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გაკრვეულ ნაწილს თვითმიზანი ჰქონათ, რომ არ მიღწეულიყო შეთანხმება, თორემ რეალურად განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკური მოვლენებთან და ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ორივე კანონპროექტში უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება ჩაიდინეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)