|
2021-04-27 16:16:55, 796 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელია ამბობს, რომ მზადაა გადაიხადოს გირაო, ოღონდ ამნისტია არ იყოს, ეს არაა კაცური საქციელი
ნიკა მელია ამბობს, რომ მზადაა გადაიხადოს გირაო, ოღონდ ამნისტია არ იყოს, ეს არაა კაცური საქციელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამნისტია არ არის გირაოს ალტერნატივა. „ამნისტია არ არის არაფრის ალტერნატივა, რადგან ამნისტიას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, საბოლოო ჯამში, ეს იყო ინიციატივა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს. ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მელიამ აღიაროს ეს გირაო. ამნისტიის ალტერნატივა არ არის გირაო. როდესაც ნიკა მელია ამბობს, რომ მზად არის გირაო გადაიხადოს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს კარგია, რადგან არის უკან დახევა, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის კაცური საქციელი, როდესაც ამბობს, რომ გადაიდხის და გამოვა, ის ადამიანები კი, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებულები, ციხეში უნდა შევიდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)