13:51 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 12:48:28, 729 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენთვის ნიკა მელიას გირაო არაფერს წარმოადგენს, საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას 40 000-ლარიანი გირაო მმართველი გუნდისთვის არაფერს წარმოადგენს.

მისივე თქმით, საუბარია ელემენტარულ პატივისცემასა და გაგებაზე, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ უნდა აკეთებდეს კანონის დარღვევის პროპაგანდასა და მოწოდებებს..

„ჩვენთვის ნიკანორ მელიას 40 000 ლარიანი გირაო არაფერს წარმოადგენს, აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე და ელემენტარულ გაგებაზე იმისა, რომ შენ როცა ხარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის წევრი, კანონის დარღვევის პროპაგანდას და მოწოდებას არ უნდა აკეთებდე შენი პარტიის მიმართ. ეს არის აქ მთავარი, თორემ პოლიტიკური ამინისტიის გამოცემის აქტი, რა თქმა უნდა მოხდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics