11:34 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 15:31:15, 566 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - დღეს გავიგებთ დაიდება, თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც რაიმე შეთანხმების მიღწევა შეიძლება

დღეს გავიგებთ დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც შეიძლება საუბარი და რაიმე შეთანხმების მიღწევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ აქვთ ორი უმთავრესი საკითხი - 1. პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და 2. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დიალოგის გახსნა.

„დღეს ჩვენ გავიგებთ რა შეიცვალა მათ მიდგომებში და დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის საკითხები, რომელზეც შეიძლება განხილვის დაწყება და საერთოდ რაიმე შეთანხმების მიღწევა.

რა თქმა უნდა ჩვენი ამოსავალი წერტილია პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნთან დაკავშირებით დიალოგის გახსნა, ეს არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც შეთანხმების საგანი აუცილებლად უნდა იყოს.

მედიატორები იქნებიან ელჩები და მათ ექნებათ მომზადებული საკუთარი ხედვები თუ როგორ ხედავენ შექმნილი კრიზისის განმუხტვის გზებს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics