12:56 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 15:08:15, 623 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის თეატრთან, სადაც ძალადობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის თეატრის წინ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდია“ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და ძალადობას აპროტესტებენ.

რუსთაველის თეატრთან, ცოტა ხნის წინ, მცირედი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მიმდინარეობისას შენობიდან რამდენიმე მსახიობი გამოვიდა და პროტესტის შინაარსი გააკრიტიკა, რასაც აქტივისტებსა და მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე გასულ გადაცემაში აღნიშნა, ყოფილი მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა, მათ შორის, ორსულობის პერიოდშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics