11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 12:20:01, 1210 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, პიაცას მოედანზე დასაქმების ფორუმი სახელწოდებით - „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება

ბათუმში, პიაცას მოედანზე, ხვალ, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, დასაქმების ფორუმი სახელწოდებით - „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 20-ზე მეტი კომპანია სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა.

„დასაქმების ფორუმის მიზანია აჭარის ა/რ მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინენების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.

ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.

დასაქმების ფორუმს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთად გამართავს.

ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics