15:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 16:40:33, 552 ნახვა

საზოგადოება
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი 9 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გვირაბის გასაყვანად საჭირო საბურღი საშუალება უკვე ჩამოტანილია საქართველოში. ამ მოწყობილობის ნაწილი უკვე ატანილია კობში, ნაწილის ატანა კი, რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა შეაფერხა.

მისივე თქმით, ვითარების გაუმჯობესების შემდეგ, მოწყობილობას ააწყობენ და სავარაუდოდ, 3-4 თვეში ქვეშეთის გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დაიწყება.

„ეს არის უნიკალური პროექტი. ასეთი პროექტები თითზე ჩამოსათვლელია. დაგეგმილია 9 კილომეტრიანი უწყვეტი გვირაბის აშენება, რომლის რადიუსი 15 მეტრი იქნება. ასეთი ნაგებობა ძალიან ცოტაა მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა. მისივე თქმით, ზამთრის პერიოდში, კობი-გუდაურის გზაზე არსებული ვითარება ამ გვირაბისა და გზის მშენებლობის აუცილებლობის ნათელი დასტურია. გვირაბის აშენების შედეგად, რეგიონში გადაადგილება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics