17:32 - 26 Jul, 2026
|
2021-04-09 16:58:54, 820 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „უცნობი“ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთებისთვის დაჯარიმდება
ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო, თბილისის მერია მომღერალ გია გაჩეჩილაძეს, იგივე „უცნობს“ დააჯარიმებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული ფაქტი კანონდარღვევად ითვლება, რასაც მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვება. თუ, რა თანხის ოდენობის ჯარიმას გამოუწერს გაჩეჩილაძეს მუნიციპალური ინსპექცია, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღეს გია გაჩეჩილაძის ინიციატივით, ევროპის მოედანზე მოქალაქეების შეკრება გაიმართა. მომღერალმა ბერლინის კედლის ფრაგმენტს იასამნისფერი „პულივიზატორით“ „ღმერთი სიყვარულია“ მიაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)