22:00 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-04 10:18:38, 588 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში USAID - ის წარმომადგენლებთან თხილის სექტორის განვითარების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორს მარიკა ოლსონს და პროგრამის  კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს, დავით წიკლაურს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარების მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს წარმომადგენლებს წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, აგრარული დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ასოციაციების გაძლიერება და  ამ მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებს მხარდაჭერის წინადადებით მიმართა.

მარიკა ოლსონის განცხადებით, ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარების ტენდენციები თვალსაჩინო მაგალითია, სხვა კულტურების ასოციაციების განვითარებისთვის და აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics