|
2021-04-01 17:15:42, 746 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ამ ეტაპზე, ე.წ კომენდატის საათის გაუქმება არ განიხილება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ე.წ კომენდატის საათის გადაწევა არ განიხილება. როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ არის სტაბილური და შეინიშნება გაუარესების ტენდენცია. „კომენდატი საათის გადაწევას ამ ეტაპზე, რეკომენდაციას ყოველშემთხვევაში ჩვენი ცენტრი ვერ გაუწევს, რადგან ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ არის სტაბილური და გაუარესების ტენდენციაა. კომენდატის საათის მობილობის შემცირება არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების და შეზღუდვის, აქედან გამომდინარე, ალბათ, ამ ეტაპზე, როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია თუ დავიჭერდით, იყო საუბარი, რომ განიხილებოდა კომენდატის საათის გადაწევა, მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს არ განიხილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)