01:01 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 13:55:50, 759 ნახვა

საზოგადოება
რეგულირების სააგენტო მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვას

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics