19:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 13:18:34, 1916 ნახვა

ომი უკრაინაში
ვაქცინაციის შემდეგ, დაყოვნების ოთახში მოცდის დრო 30-დან 45 წუთამდე გაიზარდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრის შემდეგ, დაყოვნების ოთახში მოცდის დრო 30-დან 45 წუთამდე იზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესში მრავალპროფილური კლინიკებიც ჩაერთვებიან.

„მრავალპროფილიანი კლინიკები, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობდნენ აღნიშნული ვაქცინის გამოყენებაში ჩაერთვებიან. ვაქცინაციის ცენტრებისთვის პირობები „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით რამდენადმე განსხვავებულია. აქ არის მოთხოვნები, რა თქმა უნდა, მოსაცდელთან, შესასვლელთან და ასევე შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი სიახლე მოთხოვნებში არის 30 წუთის ნაცვლად 45 წუთიანი დაყოვნების პერიოდი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics