|
2021-03-24 11:51:04, 458 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერი: ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში
„ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კანონისთვის თავის არიდების საშუალება არავის მიეცემა. „ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის მიეცემა საშუალება, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ. ზოგადად სისტემა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეფექტურად მუშაობს და რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა უწყების თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. „კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა იყოს ძალიან ყურადღებით და იმოქმედონ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)