|
2021-03-22 14:37:26, 777 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გახარიას მისია „ქართული ოცნება 2“-ის შექმნაა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, გახარიას მისია „ქართული ოცნება 2“-ის შექმნაა. „პარასკევს თუ ხუთშაბათს საღამოს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს თითქოს ეს მისია, რომ შექმნას „ქართული ოცნება 2“. რა შემიძლია ვთქვა, მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)