|
2021-03-20 17:04:15, 869 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებული არ არის!
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებული არ არის. როგორც სომხური მედია „არმენპრესი“ იუწყება, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. „რამდენჯერაც არ უნდა განაცხადოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა უკვე მოგვარებულია, ეს ასე არ არის. იქნება ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიღუპნენ ჩვენი სამხედროები. მე მინდა გაგცეთ კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე. ჩვენი სამხედროები დაიღუპნენ იმის გამო, რომ თუკი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი განაცხადებს, რომ დღეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია, ჩვენ ვუპასუხოთ, რომ არა, ის მოგვარებული არ არის. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ აზერბაიჯანის გეგმა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ფიზიკურად მთიან ყარაბაღში არ იყოს არც ერთი სომეხი“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)