02:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 17:04:02, 684 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ „ენმ“-ს ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ „ენმ“-ს ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 17 მარტს, დ.კ.-მ ტაქსით მგზავრობისას თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის მიმართულებით, ავტომანქანიდან პნევმატური იარაღით რამოდენიმე გასროლა მოახდინა.

სამართალდამცველებმა დ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პნევმატური პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 179 ცალი საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა".

დ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და  2731-მუხლის მე-2  და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ დ.კ.-ს მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics