13:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 14:21:41, 356 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციას

საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განაცხადა.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან წარმატებულ ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში, იყო შეხვედრები როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული ხაზის  და იმის, რომ საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს -  ევროკავშირში ინტეგრაციას. ხაზგასმით იყო აღიარებული, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები  კონკურენტულ გარემოში, რომელიც დადასტურებული იყო ეუთო-ოდირის დასკვნაში.  საბჭოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს პროგრესის შესახებ  ევროპასთან ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების  და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და პროგრესისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics